სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ ნალბანდიანის განცხადებით, სომხეთს არასოდეს უთქვამს,რომ მის მთავარ პრიორიტეტს, ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება წარმოადგენდა.
„როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსეთთან ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები გვაკავშირებს,ამით ყველაფერია ნათქვამი“,-აცხადებს ნალბანდიანი.
ნალბანდიანის განმარტებით, სომხეთი დსთ-ს ერთ-ერთი აქტიური წევრია,მისი პოლიტიკა კი ევროკავშირთან, საკმაოდ წარმატებულია.
„სომხეთი ღია და განსაზღვრულ პოლიტიკას ატარებს, ჩვენ მიმართული ვართ ჩვენი მოკავშირეების შენარჩუნებაზე შორეულ პერსპექტივაში. რაც შეეხება ევროკავშირს, სომხეთს მასთნ საკმაოდ დინამიური და განვითრებადი ურთიერთობები გააჩნია,ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებაც“,- აღნიშნავს ნალბანდიანი.