ცნობილმა გამოცემამ იმ ვარსკვალავების სია გამოაქვეყნა, რომელთა ბოლო პერიოდის ნამუშევრები „ჩავარდა“ და შესაბამისი შემოსავალიც აღარ მოაქვთ, თუმცა ვარსკვლავებს მაინც ზედმეტ თანხებს უხდიან
იყო დრო, როცა ედი მერფს ფილმისთვის ოც მილიონ დოლარსაც უხდიდნენ, თუმცა მისმა ბოლო ფილმებმა „წარმოიდგინე“, „გაიცანით-ეს დევიდია“, „როგორ მოვიპაროთ ცათამბჯენი“ და „ათასი სიტყვა“, წარმატება ვერ მოიტანეს და სტუდიაც და რეჟისორიც იმედგაცრუებული დატოვეს.
როგორც Forbes-მა გამოითვალა, კინოსტუდიის მიერ მერფისთვის ყოველ გადახდილ დოლარზე, სტუდია მხოლოდ 2,30$ მოგებას იღებს.
ამ სიას აგრძელებენ ქეთრინ ჰაიგლი-3,4$, რიზ უიზერსპუნი-3,90$, სანდრა ბალოკი-5$, ჯეკ ბლეკი - 5,20$,ნიკოლას ქეიჯი-6$, ადამ სანდლერი-6,30$, დენზელ ვაშინგტონი-6,30$, ბენ სტილერი–6,50$ და სარა ჯესიკა პარკერი-7$.