„მოქალაქეთა და განვითრების პარტიის“ ხელმძღვანელის ალი ალიევის აზრით,აზერბაიანულ ოპოზციას გამოფხიზლება და სიტუაციის რეალურად შეფასება არ აწყენდა.
„ჩვენმა პარტიამ და პირადად მე, რამდენჯერმე მივმართეთ ოპოზიციურ ძალებს 2011 წელსაც, 2012 წელსაც ერთიანი ოპოზციური კანდიდატის წამოყენების თაობაზე, რათა შემდგომ ბრძოლებს აზრი ჰქონოდა, თუმცა ზოგიერთი პარტია თავის ლიდერიანად ეიფორიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა“,-აღნიშნავს ალი ალიევი.
ოპოზციონერის განმარტებით, აზერბაიჯანულ ოპოზციას ეგონა, რომ „არაბული გაზაფხულის მოვლენები“ ბაქოში თავისთავად გადმოვიდოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. „ამჯერად, დარწმუნებული ვარ,ოპოზიციური პარტიები, უფრო ფხილზლად და რეალურად უყურებენ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას აზერბაიჯანში,მათ გამოფხიზლება ნამდვილად არ აწყენდათ“,-აცხადებს ალიევი.