სახალხო დამცველობის კანდიდატი უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენისთვის უფლებამოსილების გაზრდის წინადადებით გამოდის.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ნანუაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდაზე საუბარი უნდა დაიწყოს.
„სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ და გამოვლენილ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება ავტომატურ რეჟიმში უნდა დაიწყოს. სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებული ვითარების ადექვატური უნდა იყოს და საქმეებიც დამოუკიდებლად უნდა შეისწავლოს“, - აცხადებს ნანუაშვილი.