მთიან ყარაბაღში მაყვალა გონაშვილის ვიზიტი კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მწერალთა კავშირი და სხვა კავშირები დამოუკიდებელი ორგანიზაციებია და ასეთ საკითხებს ისინი კულტურის სამინისტროსთან არ ათანხმებენ.
„მაყვალა გონაშვილის დასაცავად კი მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან კარგი ადამიანია, ჰუმანისტია და თუ იგი სადმე დადის, ვიცი, რომ სურს, ეს ურთიერთობებისთვის გამოიყენოს. კულტურის გამოყენება ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურა და ხელოვნება ერთადერთია, რაც დიალოგის საშუალებას გვაძლევს იმ ადამიანებს, რომელთა ურთიერთობა დღეს კონფლიქტმა დაგლიჯა და დააშორა" - აღნიშნა ოდიშარიამ და დასძინა, რომ თავადაც ხშირად ჩადის, როგორც სომხეთში, ისე – აზერბაიჯანში.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი აზერბაიჯანმა არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა. აზერბაიჯანული მხარის გაღიზიანება მაყვალა გონაშვილის მთიან ყარაბაღში ჩასვლამ გამოიწვია, სადაც იგი ახალგაზრდა მწერლების მიერ ორგანიზებულ პოეზიის საღამოზე სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.
როგორც მაყვალა გონაშვილმა განაცხადა, მას საგარეო უწყებიდან უკვე დაუკავშირდნენ და უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩიეს.
„ეს არ იყო პოლიტიკური შეხვედრა. კარგად მესმის, როგორი დაძაბულობაა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და მე ამ მიწვევას დავთანხმდი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო პოეზიის საღამო. ამ ფაქტს აზერბაიჯანის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ჩემთვის აზერბაიჯანში ჩაუსვლელობა მძიმე იქნება, მაგრამ გაცილებით შემაწუხებს ის ფაქტი, თუ ამას ჩემი მეგობრები ვერ გაიგებენ"- აღნიშნა მაყვალა გონაშვილ