გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაფიქსირებული პოზიციის გამო, უმცირესობის რიგებში პრობლემები არ შეექმნება.
როგორც from.ge-ს ფეიქრიშვილმა განუცხადა, მას მიმაჩნია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი თბილისში უნდა იყოს.
„საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა იყოს, რადგან უწყებები სწორედ თბილისშია განთავსებული. ვფიქრობ, რომ ჩემს პოზიციას უმცირესობის წევრები ნორმალურად მიიღებენ და პრობლემები არ შემექნება“, - დასძინა კანონმდებელმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარდაჭერას უმცირესობის წევრი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი - გიორგი ფეიქრიშვილიც უცხადებს. ბიუროს გუშინდელ სხდომაზე, 80 კანონმდებელის ხელმოწერით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდა, რომლის თანახმად, კონსტიტუციიდან 481 მუხლი ამოდის, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს.