უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა უკრაინის მთვრობის გადადგომის ბრძანებულებას. უკრაინის მთავრობა ნიკოლაი აზაროვის ხელმძღვანელობით, ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებამდე შეასრულებს უფლება-მოვალეობებს.
28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უკრაინის კაბინეტის რამდენიმე მინისტრი უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა. უკრაინის კონსტიტუციის გათვალისწინებით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო,მათი გადადგომაც.
„უკრაინის სახალხო დეპუტატად არჩევასთან დაკავშირებით,უკრაინის კონსტიტუციის 115–ე მუხლის შესაბამისად, მთავრობის კაბინეტმა გადადგომის შესახებ რამდენიმე მინისტრმა განცხადებადაწერა, თუმცა ჩვენ ჩვენს მოვალეობებს, ახალი კაბინეტის დანიშვნამდე შევასრულებთ“,-განაცხადა კაბინეტის ხელმძღვანელმა აზაროვმა.