სომხეთის თითოეულ მოქალაქეს დღეიდან საშუალება ექნება მთავრობასთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით იურთიერთოს.ამის შესახებ მთავრობის აპარატის ელექტრომართვის განვითრების პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ სარქისიანმა განაცხადა.
პროგრამა ევროკავშირის თანადგომით განხორციელდა.
სომხეთის მოქლაქეები სომხეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების და ახალი კანონპროექტების შესახებ ინფორმაციას, ელექტროფოსტის საშუალებით მიიღებენ.
სომხებს საშუალება ექნება მთავრობას თავისი სურვილები და წინადადებები გაუგზავნონ. სარქისიანის განცხადებით, სისტემა დაცულია და ინფორმაციის გავრცელება არ მოხდება.