სლოვენიას ახლი პრემიერი ჰყავს

სლოვენიას ახლი პრემიერი ჰყავს

სლოვენიის ახალი პრეზიდენტი ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბორუტ პახოტი გახდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სოციალ–დემოკრატების ლიდერმა არჩევნებში ხმების 67%–ი მოაგროვა.

სლოვენიის მოქმედმა პრეზიდენტმა დანილო ტრიუკმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 33%–ი მოაგროვა. ტრიუკმა მიულოცა პახოტის არჩევნებში გამარჯვება და იმედი გამოთქვა, რომ მისი მუშაობა ქვეყნისთვის წარმატებული გამოდგება.

 ბორუტ პახოტმა კი ამომრჩევლებს მიმართა და იმედი გამოთქვა,რომ ამჟამინდელი კრიზისიდან გამოსავალი იქნება.

„თქვენი ნდობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ეს ნიშნავს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი აუცილებლად არსებობს,მიუხედავად კოლოსალური წინააღმდეგობისა.ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავლი“,–აღნიშნა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.