თამარ რუხაძის მუშაობა არ მომწონდა, დაახლოებით იგივე სტილში ამონტაჟებდნენ სიუჟეტებს, რომელშიც იდეოლოგიურად სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მართული ტელევიზიები. ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს" პრეს-კლუბში განაცხადა.
მისი განმარტებით, მიხედავად ამისა, არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩარეულა და მისი სახელის ტელეკომპანიასთან დაკავშირება სასაცილო ისტორიაა.
„დაახლეობით ერთი თვეა ჩემს წინააღმდეგ ძალიან უცნაური და კურიოზული კამპანია მიმდინარეობს. კომენტარს სპეციალურად არ ვაკეთებდი, რადგან მაინტერესებდა სანამდე მივიდოდა სასაცილო ისტორია, რასაც ჰქვია „ლეგენდა ხუხაშვილზე". ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ჩემს გვარს ძალიან ხშირად ატრიალებენ, თუმცა თქვენთან ერთად გავიგე, რომ „მე-9 არხზე" ადმინისტრაცია იცვლებოდა. მე ნამდვილად არ მქონდა ამაზე წარმოდგენა. ვადასტურებ, რომ არ ვუყურებდი „მე-9 არხს" იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უკმაყოფილო ვიყავი ამ არხის მუშაობით - მან ვერ შეიძინა სახე. თამარ რუხაძეს რაც შეეხება, მე არ მომწონდა მისი მუშაობა, პროფესიულად არ მომწონდა და ბუნებრივია უკმაყოფილო ვიყავი. ისინი დაახლოებით იგივე სტილში ამონტაჟდებდნენ სიუჟეტებს, როგორშიც ის ტელევიზიები, იდეოლოგიურად რომ საააკშვილის ხელისუფლების მიერ იმართებოდნენ. პოლიტიკურ პროცესში ვიყავი ჩართული და ბუნებრივია, ეს არ მომეწონებოდა, თუმცა ჩემი უკმაყოფილების მიუხედავად, ტელეკომპანიის საქმეში არ ჩავრეულვარ. ეს ზუსტად „მე-9 არხის" სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს" - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე განცხადებით, არხიდან წასული ჟურნალისტების მიერ „მე-9 არხთან" მისი კავშირის დასადასტურებლად მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული აუდიოჩანაწერის მოშველიება, არაკორექტულია.
ამასთან, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ღრმად არასერიოზულია" ტელეკომპანიის თავისუფლების გარანტად კახა ბექაურის გამოცხადება და ლუბა ელიაშვილისთვის ისტერიის მოწყობა მაშინ, როცა ახალ გენერალურ დირექტორს ჯერ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.