ბუდაპეშტში 10 000 ადამიანი შეიკრიბა და ნაციონალური პარტია “ უკეთესი უნგრეთისთვის“ ლიდერის მარტონ დენდეშის ანტისემიტური მოწოდებები გააპროტესტა.
ანტიფაშისტურ მიტინგს უნგრეთის მინისტრები,ოპოზიციური პარტიები და ამერიკისა და ისრაელის ელჩებიც ესწრებოდნენ.უნგრელების განცხადებით, პარტია ფაშისტურია და ის უკვე წითელ ხაზს გადავიდა, რაც დაუშვებელია“,-აცხადებენ მიტინგის მონაწილეები.
რამდენიმე დღის წინ ნაციონალური პარტია “ უკეთესი უნგრეთისთვის“ ლიდერმა მარტონ დენდეშმა მოწოდებით მიმართა მთავრობას, შეედგინა სია იმ ებრაელებისა, რომლებიც ქვეყნის მთავრობაში ადგილებს იკავებენ და რომლებიც ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენენ.