იაპონიის სამართალდამცავთა ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.
იაპონიის პრემიერმინისტრმა ესიხოკო ნოდამ მიუსამძიმრა დაღუპლთა ოჯახებს. „მე დაღუპულთა სულებისთვის ვლოცულობ“,- განაცხადა ნოდამ და პირობა დადო,რომ მაქსიმალურად მიეხმარება ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტროებს, რათა სათანადოდ იქნეს გამოძიებული აღნიშნული ინციდენტი.
კვირას, იამანსანის პრეფექტურის საავტომობილო გვირაბში, რომელიც ტოკიოსა და ნაგოიას ქალაქებს აკავშირებს, 150 მეტრის სიგრძის ბეტონის რამდენიმე ფილა ჩამოწვა,რომელმაც ავტომანქანები და მგზავრები ქვეშ მოიყოლა. იაპონიის სამართალდამცები დაღუპულებს ამ დრომდე ეძებენ.