პალესტინისთვის გაერო-ს არამუდმივი წევრის სტატუსის მინიჭებისთვის თანხმობის გადაწყვეტილება საქართველომ, მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე კონსულტაციები გაიმართა ამერიკასთან, ისრაელთან და ევროპულ სახელმწიფოებთან.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩვენი საუკუნოვანი კავშირები. ასევე მეგობრობა და თანამშრომლობა ებრაელ ხალხთან. ამ რეგიონს ჩვენ მეგობრის თვალით ვუყურებთ და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი ჩვენს გულისტკივილს იწვევს. ამ რეგიონში სტაბილურობის მიღწევა მოლაპარაკების გზით ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ ეროვნულ ინტერესად მიგვაჩნია. შესაბამისად, რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იყო მიღებული, საქართველოს მიერ განიხილებოდა სწორედ ამ ჭრილში. გადაწყვეტილება მიღებული არ იყო ზედაპირულად, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ყველა მონაწილე მხარესთან. გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი, ეს ყველაფერი ჩვენი ეროვნული ინტერესებითა და ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებით იყო განპირობებული. ჩვენი ურყევი პოზიცია და რწმენაა, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არსებული ფორმატით ამ პრობლემის და ამ კონფლიქტის მოგვარება" - განაცხადა ჯალაღანიამ და დასძინა, რომ საქართველო ცდილობს, თავის საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრული იყოს და პალესტინასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანამ ის პოზიცია გააგრძელა, რაც მას წლების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე აქვს.
„ჩვენ გავაგრძელეთ პოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში გვაქვს. კერძოდ, 1992 წელს პალესტინა გვაქვს აღიარებული. გარდა ამისა, ჩვენ ვუერთდებოდით გაერო-ს ასამბლეაზე წარმოდგენილ რეზოლუციებს, რომელიც ხალხის ჰუმანურ ინტერესებს ემსახურებოდა. ჩვენ ყოველთვის ვგმობდით ძალადობას. გარდა ამისა, გეტყვით, რომ რაც შეეხება რეზოლუციას და მის ინტერპრეტაციას, ყოველგავრი სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ გავაკეთეთ დათქმა, რომელშიც ჩვენი ხედვა განვსაზღვრეთ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაფუჭებას არ გამოიწვევს, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყანასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არ გაფუჭდება და დღემდე ისრაელის მხრიდან აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით პროტესტის რაიმე ფორმა გამოხატული არ ყოფილა" - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, რეზოლუციაზე თანხმობის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოში ისრაელის ელჩთან შეთანხმებული იყო და კონკრეტულად ვინ ასწია ხელი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ