ქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელ მარკ გრიფიტსთან მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მხარეებმა საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი და 2013 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს.