აფხაზური პრესის ინფორმაციით, ჟენევაში 30 ნოემბერს დასრულდა გაეროს არაწარმომადგენლობითი ქვეყნებისა და ერების XI გენერალური ასამბლეა. დელეგატებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია აფხაზეთსი დეფაქტო რესპუბლიკასთან დაკავშირებით.გაეროს არაწარმომადგენლობითი ქვეყნებისა და ერების XI გენერალური ასამბლეის საპრეზიდენტო საბჭოში აფხაზეთის წარმომადგენელი ირაკლი ხინთბაც აირჩიეს.
დელეგატებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთთან მიმართებაში ქართულ მხარეს არ სურს მოაწეროს ხელი „ძალის გამოყენების დოკუმენტს“, რომელიც ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
აფხაზური პრესის ინფორმაციით, ასამბლეა დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ და შემდგომში საქართევლოს პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 23 ოქტომბერს ხელმოწერილი კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არის პირობა აფხაზეთის იზოლიაციის და გარესამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვისა.
გაეროს არაწარმომადგენლობითი ქვეყნებისა და ერების XI გენერალური ასამბლეა გმობს კანონს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და მოუწოდებს ქართულ მხარეს ხელი მოაწეროს „ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ დოკუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აფხაზეთს შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დასრულებას.
ასამბლეა გმობს კანონს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და აფხაზეთის, როგორც „ოკუპირებულ ტერიტორიად“ მოხსენიებას.
მოუწოდებს ქვეყნის მთავრობებს აღიაროს აფხაზური დოკუმენტები, რომელიც აფხაზი ხალხის თავისუფალ გადაადგილებას არაკანონიერად ზღუდავს.
არაწარმომადგენლობითი ქვეყნებისა და ერების ორგანიზაცია 1991 წელს ჩამოყალიბდა.მასში გაერთიანებულნი არიან იმ ხალხების და ერების წარმომადგენლები, რომელთაც სახელმწიფო არ გააჩნიათ და რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის წევრები არ არიან. ამ ორგანიზაციაში ყოფილ სსრკ–ში მცხოვრები ხალხები:თათრები, ტალიშები, ბაშკირები, ბურიატები,ასირიელები, ჩერქეზები, ყირიმელი თათრები,უდმურტები და კიდევ სხვა მრავალი ერების წარმომადგენლები შედიან.ორგანიზაციას მოგვიანებით ორი ქურთული ორგანიზაცია და ტაივანიც შეემატა, რომელიც მხოლოდ დეფაქტო გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო.
http://apsnypress.info/news/7809.html