შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, შიდა ქართლში იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მან კონფლიქტურ რეგიონთან არსებული ყველა საგუშაგო და რეგიონის ყველა პოლიციის განყოფილება დაათვალიერა. მინისტრი პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს. მიიღო ინფორმაცია რეგიონებში არსებული კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
შსს-ში აცხადებენ, რომ რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, პოლიცია კი, ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას.
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პოლიციის ყველა სამხარეო სამმართველოს და რაიონულ განყოფილებებს ეწვევა. მისი პირველი ვიზიტი, 26 ნოემბერს კახეთის რეგიონში შედგა.