საპარლამენტო უმრვალესობამ პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტს დაახლოებით 80 დეპუტატი აწერს ხელს.
ცვლილებებით კი, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება 48-ე მუხლი, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს და კონსტიტუციაში მითითებული აღარ იქნება ადგილსამყოფელი - თუ სად უნდა იყოს პარლამენტი.
უმრავლესობის შეფასებით, ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა და კონსტიტიციიდან არ იგეგმება ქუთაისის ამოღება და თბილისის ჩაწერა.
რაც შეეხება უმცირესობის პოზიციას, ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.