ვლადივოსტოკის საქალაქო დუმის “ერდიანია როსიას“წევრს დიმიტრი სულევს მეორე დღეა ეძებენ. სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ დეპუტატი შესაძლებელია გატაცებულია. საქმე პოლიციამ მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე აღძრა.
„ კვირას,2 დეკემბერს საგამოძიებო ორგანოებში განცხადება შემოვიდა ვლადივოსტოკის საქალაქო დეპუტატის დიმიტრი სულეევის გატაცების თაობაზე. ჩატარებული იქნება შესაბამისი პროცესუალური ღინისძიებები“,–აცხადებს პრიმორსკის მხარის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ავრორა რიმსკაია.
დიმიტრი სულევი საქალაქო დეპუტატი 2012 წლის ოქტომბერში გახდა. იგი ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური საკუთრების კომიტეტს ხელმძღვანელობს.