"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა""ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები მხარდამჭერებს თანადგომისკენ მოუწოდებენ.
"ძვირფასო მეგობრებო! 18 საათზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დაბარებულია დაკითხვაზე, ორთაჭალაში, გულუას #8.
შესაძლოა, დღეს დაგვჭირდეს თქვენი თანადგომა.
ჩვენი რეაქციისა და თხოვნის შესახებ დამატებით შეგატყობინებთ", - ნათქვამია განცხადებაში