შემოსავლების სამსახური გოგა ხაჩიძეს საგამოძიებო ორგანოების მიმართვისკენ და მებაჟეების სამართალდარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მათ წარმოდგენისკენ მოუწოდებს.
წინააღმდეგ, შემთხვევაში მათი განცხადებით, გოგა ხაჩიძის განცხადება შემოსავლების სამსახურის მიერ, განხილულ იქნება, როგორც იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და ცილისწამება, მიმართული შემოსავლების სამსახურის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისაკენ.
„სოციალური ქსელით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ხაჩიძის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, ქართველი მებაჟეების მიერ ფულის გამოძალვის ფაქტების შესახებ. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულია გამოავლინოს და აღკვეთოს მოქალაქის მიმართ ჩვენი სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი ნებისმიერი არამართლზომიერი ქმედება და კანონდარღვევა. ჩვენ მივესალმებით ჩვენი მოქალაქეების ან ჩვენი ქვეყნის სტუმრების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, სურვილებს და მოსაზრებებს მიმართულს ჩვენი საქმიანობის და მომსახურების გაუმჯობესებისაკენ, გამოვლენილი კანონდარღვევების აღმოფხვრისაკენ. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გიორგი ხაჩიძეს, მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს და წარუდგინოს მათ მის მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, გოგა ხაჩიძის განცხადება ჩვენს მიერ, განხილულ იქნება როგორც იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და ცილისწამება, მიმართული შემოსავლების სამსახურის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისაკენ“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ, გავრცელბულ განცხადებაში.