ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ, ორივე მხარე იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება ატლანტის ოკეანის ორივე სანაპიროზე ხელს შეუწყობს იმ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, რამაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, რომელიც მალე თანამდებობას დატოვებს, ახალი ხელშეკრულება მსოფლიოში არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ სიტიაციასაც დაარეგულირებს.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ მუშაობას და გზების ძიებას იმისთვის,რომ მოვძებნოთ და დავამყაროთ ახალი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები, რომელიც ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა“,- აღნიშნა კლინტონმა ბრუკინგსის უნივერსიტეტში გამართულ ამერიკა-ევროპის პარტნიორული ფორუმის შეხვედრაზე.
ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპის წარმოების მოცულობას 122 მილიარდი ევროთი გაზრდის, დღევანდელი მონაცემებით კი, ამერიკის და ევროპის ეკონომიკა, ნახევარ მსოფლიო ეკონომიკურ წარმოებას შეადგენს.