ამერიკელი დიზაინერის, ყველა პატარძლის საოცნებო კაბის ავტორის Vera Wang–ის კოლექცია ყოველ ჯერზე განსხვავებული და ქალურია.ამჯერად მან საქორწილო კაბების ახალი ხაზი White by Vera Wang წარმოადგინა.
ჩვენებაზე, რომელიც პარიზში გაიმართა, წარმოდგენილი იყო არა მარტო საპატარძლო კაბები, არამედ სამოსი პატარძლის მეჯვარეებისთვისაც.
მართალია, კოლექციას სახელწოდება White-ი ერქვა, მაგრამ დიზაინერმა კოლექციაში ფართოდ გამოიყენა ღია სპილოსძვლისფერი,იასამნისფერი და ცისფერი. დიზაინერის სამოსი გამდიდრებული იყო სხვადასხვა აქსესუარებით და დეტალებით, რომელიც საქორწინო სამოსს საოცრად მოუხდა.