ქუვეიტი ამ წელიწადში მეორე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.
დღეს ათასობით ქუვეიტელი დედაქალაქ ელ-ქუვეიტის ქუჩებში დილიდან გამოვიდა და ქვეყნის მოსახლოებას არჩვენებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ქუვეიტის მოქლაქეები აღაშფოთა იმ ახალმა კანონმა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ კონსტიტუციაში შეიტანა. კანონის მიხედვით, თითოეულ ქუვეიტელს უფლება აქვს ხმა მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცეს ნაცვლად ოთხისა, როგორც ეს წინა კონსტიტუციით იყო განსაზღვრული.
დაპირისპირება ქუვეიტის ხელისუფლებასა და ოპოზციიას შორის მეოთხე თვეა გრძელდება.