პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და „სოროსის ფონდის“ დამფუძნებელმა ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა ბიზნეს-ცენტრში გაიმართა და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება.