სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პირობითი სასჯელი 20 ათასამდე პრობაციონერს მოეხსნება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პარალელურ რეჟიმში სამინისტროს კომისია აგრძელებს მუშაობას, რომლის გადაწყვეტილებითაც, გასულ თვეში პირობითი სასჯელი 3.800 პატიმარს მოეხსნა.
მინისტრის ინფორმაციით, ჯამში საქართველოში 37 ათასი პრობაციონერი იყო და ამნისტიასთან ერთად, 20 ათასამდე ადამიანს მოეხსნება პირობითი სასჯელი.
სოზარ სუბარი #5 რუსთავის ქალთა დაწესებულებაში იმყოფება.