შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო იარაღი ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 28 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან 1960 წელს გამოშვებული „აკმ"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი #„პიუ-2615", 22 ცალი მცირეკალიბრიანი შაშხანის ვაზნა, 7 ცალი ავტომატის მჭიდი და 210 ცალი ავტომატის ვაზნა ამოიღეს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით: „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა."