თურმე რუსეთი წყვეტს არჩევნების ბედს ამერიკაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. სად არის მაშინ ცივილიზებული სამყარო თუ რუსეთს ამხელა შესაძლებლობა აქვს, რომ ვინც კი ოპოზიციას უწევს ევროპულ ქვეყნებს და ამერიკას, ამას თურმე რუსეთი მართავს , - განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„ვითომ იარლიყის მიწებებით უნდათ, რომ ადამიანები დაამონონ და აიძულონ აზროვნება როგორც თვითონ უნდათ, მაგრამ რეალურად ყველამ კარგად ვიცით, რომ ვინც კი ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს ის არის თურმე რუსეთუმე. გაიცვითა ეს მეთოდი, ასე რომ ჯობია სხვა რამე მოიფიქროთ მეგობრებო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის, განცხადება და მტკიცებულებები, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს წარედგინა, მმართველი გუნდისთვის მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები სწორედ დიფ სთეითის მიერ არის მართული. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, დიფ სთეითის მიზანი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციაა.