გურამ მაჭარაშვილი: რეალურად ყველამ კარგად ვიცით, რომ ვინც კი ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს, ის არის თურმე რუსეთუმე, გაიცვითა ეს მეთოდი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში

გურამ მაჭარაშვილი: რეალურად ყველამ კარგად ვიცით, რომ ვინც კი ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს, ის არის თურმე რუსეთუმე, გაიცვითა ეს მეთოდი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში

რეალურად ყველამ კარგად ვიცით, რომ ვინც კი ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს, ის არის თურმე რუსეთუმე, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, გაიცვითა ეს მეთოდი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში.

„თურმე, რუსეთი წყვეტს არჩევნების ბედს ამერიკაში, წყვეტს არჩევნების ბედს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. რა გამოდის, სად არის მაშინ ის ცივილიზებული სამყარო, თუ რუსეთს ამხელა შესაძლებლობა აქვს, რომ ვინც კი ოპოზიციას უწევს ევროპულ ქვეყნებს და ამერიკას, ამას თურმე რუსეთი მართავს. ვითომ იარლიყის მიწებებით უნდათ, რომ ადამიანები რაღაცნაირად დაამონონ და ისე ააზროვნონ, როგორც თვითონ უნდათ, მაგრამ რეალურად ყველამ კარგად ვიცით, რომ ვინც კი ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს, ის არის თურმე რუსეთუმე. აღარ არის ეს მეთოდი, გაიცვითა ეს მეთოდი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ასე, რომ სჯობს სხვა რამე მოიფიქროთ მეგობრებო“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.