ტელეკომპანია „მე-9 არხის“ დილის გადაცემის შემადგენლობამ ოტელეკომპანია დატოვა.
„ახალი დილის“ წამყვანები და შემოქმედებითი ჯგუფი ტელეკომპანიის მაყურებელს დღეს დაემშვიდობნენ.
„ახალი დილა“ ამ შემადგენლობით და შესაძლოა, ამ ფორმატითაც საბოლოოდ გემშვიდობებათ. ვფიქრობთ, ამისთვის არის საუკეთესო დრო - იწყება რეორგანიზაცია. ჩვენი ინფორმაციით, დილის გადაცემის ფორმატიც იცვლება. ბოდიშს ვუხდით არხის ხელმძღვანელობას, თუკი უხერხულობას ვუქმნით, რაც ალბათ ასე არაა, რადგან სხვა შემთხვევაში, არხზე დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას მაყურებელივით ტელევიზორით არ შევიტყობდით. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ „მე-9 არხს“, რომელზე მუშაობაც ჩვენთვის იყო პატივი და სამოქალაქო პოზიციის გამოცდა იყო. ვფიქრობთ, ამ გამოცდის ჩაბარება, ავად თუ კარგად, შევძელით. ვრჩებით „მე-9 არხის“ და იმ პროცესების გულშემატკივრად, რომელიც დაიწყო 1-ელი ოქტომბრის არჩევნებით“, - განაცხადა „ახალი დილის“ წამყვანმა თეონა გეგელიამ.