ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ატლანტიკურმა საბჭომ ენერგო და ეკონომიკური სამიტის-„ახალი შესაძლებლობები დინამიურ რეგიონში“ - მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ქ.სტამბულში ა. წ. 15-16 ნოემბერს იმართება.
ენერგო და ეკონომიკური სამიტი ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურად შავი და კასპიის ზღვებისა და ცენტრალური ევროპის მასშტაბით რეგიონში ეკონომიკური და ენერგო გამოწვევების განსახილველად იმართება.
ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვა პანელზე „ევროატლანტიზმის გაფართოვება“.
2012 წლის სამიტს პოლიტიკური, ენერგეტიკის, ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხების განსახილველად სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.