კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობის დასრულებისთვის დამატებით 10 მლნ ლარია საჭირო.
ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, დეპუტატთა კითხვებს პასუხობს.
მინისტრის ინფორმაციით, კოპიტნარის აეროპორტისთვის უკვე 40 მლნ ლარია დახარჯული, თუმცა, სამუშაოები დასრულებული არ არის.
„რესურს ვეძებთ, მაგრამ წარმოუდგენელია, ამდენი დავალიანება ბიუჯეტს დახვდეს“, - დასძინა მან.