საგარეო უწყება ბრიუსელში საელჩოსთვის შენობას იყიდის

საგარეო უწყება ბრიუსელში საელჩოსთვის შენობას იყიდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელში საელჩოს ფუნქციონირების მიზნით, შენობას ყიდულობს.

ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საგარეო უწყებას დაფინანსება ეზრდება და უწყება ბრიუსელში საელჩოს შეიძენს.

მინისტრის ცნობით, დაფინანსება ენერგეტიკის სამინისტროს 170 მლნ ლარით უმცირდება, ფინანსები უმცირდება ასევე - კულტურის და სპორტის სამინისტროებს.

მისი განმარტებით, სპორტის სამინისტროს თანხები იქედან გამომდინარე უმცირდება, რომ 2012 წლის ბიუჯეტიდან თანხები ლონდონის ოლიმპიადისთვის იყო გამოყოფილი.

ზოგადად კი, მთავრობის წევრის განმარტებით, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად მცირდება.