2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 740 მლნ ლარი იმ ახალი ინიციატივების დაფინანსებას მოხმარდება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში გასცა.
ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, პარლამენტში მიმდინარეობს.
მისი თქმით, პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის მესამედ წარდგენისას, ის სამინისტროები დაკონკრეტდება, რომლებიც ამ დაპირებების შესრულებაზე იზრუნებენ.
მინისტრის ცნობით, უკვე ცნობილია, რომ დაფინანსება მოხმარდება - პენსიის ზრდასა და საყოველთაო დაზღვევას.
ხადურის განცხადებით, ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსება ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება, თუმცა, უკვე დაწყებულია მუშაობა მილიარდ ლარიანი ფონდის შექმნაზეც.
„კერძო ინვესტორებთან არის მოლაპარაკება და მომავალი წლის დასაწყისიდან, ფონდიდან თანხები იმ პროექტებს მოხმარდება, რომელზეც ვსაუბრობდით“, - დასძინა მან.