საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ინტერესდება ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ოჯახის განცხადებას დათა ახალაიაც თუ უერთდება.
ახალაიების ოჯახის განცხადების შეფასებისას, ბერძენიშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა.
„მაინტერესებს, ოჯახის განცხადებას ბაჩო ახალაიას ძმა - დათა ახალაიაც უერთდება?“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „ბაჩო ახალაიასა და მთელი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და მისი დაპატიმრება უკეთური მიზნით, უკეთურ წრეში არის დაგეგმილი და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან“.