ადვოკატი, თეთრიწყაროში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ხაჭაპურიძე თეთრიწყაროში გამგეობის შენობასთან შექმნილ ვითარებასა და მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ხაჭაპურიძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ თვითმართველობის ორგანოებზე ზეწოლას ახორციელებს, სიცრუეა და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, მოსახლეობის მიერ ადგილი საფუძვლიან პროტესტს აქვს, რომელთაგანაც ზოგიერთი „ქართული ოცნების“ წევრია ზოგი კი, არა.
აღნიშნულის შესახებ, ხაჭაპურიძემ დღეს for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„მოსახლეობამ გულისწუხილი იმასთან დაკავშირებით გამოთქვა, რომ ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარე ვინმე თამარ დალაქიშვილია, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, რუსთავის სასამართლომ სახელმწიფო ბიუჯეტის (90 ათასი ლარის) გაფლანგვისა და მითვისების ფაქტთან დაკავშირებით გაასამართლა. მას გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება, არჩევნებამდე ნასამართლეობა მოუხსნეს და ისევ საკრებულოში დააბრუნეს. სწორედ, ამ ქალბატონმა მიიღო უზარმაზარი მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში და მოსახლეობის პროტესტი სწორედ, აქედან მომდინარეობს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა აუდიტის სამსახურის მიერ, საკრებულოში, გამგეობასა და 200-მდე სოფელში საფინანსო შემოწმების განხორციელებაა.
ხაჭაპურის განცხადებით, იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებიც დღეს თეთრიწყაროს საკრებულოს შენობასთან მივიდნენ და მისი თქმით, მდგომარეობის დაძაბვაში არსებითი როლი შეასრულეს, დანაშაულის პროვოცირება მოხდა.
„დეპუტატებმა მოსახლეობის განწყობა საკმაოდ კარგად იცოდნენ. იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაეწერათ, შექმნეს რაღაც ჯგუფი და ფაქტობრივად, დანაშაულის პროვოცირება მოახდინეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და წესით, დასჯადია. ჩვენ მთავარ პროკურატურას ამასთან დაკავშირებითაც მივმართავთ, რათა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც თეთრიწყაროში იყვნენ და დანაშაულის პროვოცირება მოახდინეს“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ამასთანავე, ხაჭაპურიძე მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თეთრიწყაროს საკრებულოში, გამგეობასა და 200-მდე სოფელში საფინანსო შემოწმება განახორციელოს.
ხაჭაპურიძის თქმით, მიწები ერთი ადამიანის დავით ბეჟუაშვილის ხელშია თავმოყრილი და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანი ტერიტორიებს უკანონოდ ფლობს.
„მოსახლეობის თხოვნაა თეთრიწყაროში ჩატარდეს ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით შემოწმება. შესაბამისად, მივმართავთ და ვთხოვთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.