საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც მე-10-12 კლასის მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვას უკავშირდება.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, მოსწავლის გარიცხვის სამართლებრივი ნორმა მათი სკოლიდან განთესვის, სეგრეგაციისა და მანიპულირების ინსტრუმენტია.
ამიტომ, საჯარო სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ფსიქოლოგებსა თუ ექსპერტებს მოუწოდებს ამ პრობლემის გადაჭრათან დაკავშირებით ორი კვირის ვადაში საკუთარი ხედვა წარმოადგინონ.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა და ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადეს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში უნდა შეიქმნას გარკვეული ჯგუფები და ინსტიტუციები, რომლებიც ე.წ. ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეებზე იმუშავებენ, პარალელურად კი, მოსწავლეები სასწავლო პროცესს აღარ მოწყდებიან.
„სამინისტროს სურს, საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება რა მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ მოსწავლის დისციპლინური პობლემები სკოლაშივე მოგვარდეს და პრობლემისადმი გაქცევისა და გადავადებისა ფაქტები არ მოხდეს. ვინაიდან რიგ შემთხვევებში სკოლებში დისციპლინის პრობლემა ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი ალტერნატივა ამ კუთხით შესაძლოა, ფსიქოლოგიური სამსახურების ფორმირება გახდეს“,- განაცხადა მარგველაშვილმა