გასულ ზაფხულს, პოპულარული რუსული პოპ ჯგუფი „Серебро“ თაყვანისმცემლებისთვის მამაკაცების ჟურნალ „მაქსიმში“ გაშიშვლდა. მაშინ შიშველი ფოტოსესია გოგონებმა ფეხბურთის მოედანზე მოაწყვეს, ამჯერად ისინი ისევ მამაკცების ჟურნალში გამოჩნდებიან, ჯგუფის სკანდალური წევრები, ХХL-ის უკრაინული გამოცემის ნოემბრის ნომრისთვის პოზირებენ.
არსებობის 5 წლიანი ისტორიის განავლობში „Серебро“-ს წევრების თამამი ფოტოსესიები, მამაკაცების არაერთ ჟურნალში მოხვედრილა. ისინი კამერების წინ, ხან სნაიპერების როლში იყვნენ, ხან ვამპირების, ხან კი ფიფქიების. ჟურნალის რედაქტორები, გოგონებს ამ თამამ სიშიშვლეში, ყოველთვის სოლიდურ თანხებს უხდიან.
„Серебро“ -ს ორი ალბომი უკვე გამოშვებული აქვს. მათი პოპულარობა ბოლო ვიდეოკლიპმა „Mama Luba” ერთიანად გაზარდა.
ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დღეს, „Серебро“ ერთ-ერთი, ყველაზე სექსუალური იმიჯის მქონე რუსული პოპ-როკ ჯგუფია. „
შეგახსენებთ, ეს ჯგუფი 22 ნოემბერს, 10 საათზე კონცერტს თბილისში, კლუბ „ტრიუმფში“ გამართავს. ცნობილია, რომ ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის სიმღერებს ახალი ალბომიდან გააჟღერებს, გარდა ამისა ყველა სიმღერა ცოცხლად შესრულდება.
გოგონებმა არაერთი ქვეყანა მოიარეს, ისინი მსმენელს თავს ყოველთვის ხმაურიანი გამოსვლებითა და სკანდალებით ამახსოვრებენ. „Серебро“ თბილისს 21 ნოემბერს 9 კაციანი შემადგენლობით, კომპანია ,,Black Pearl’’-ის დაკევთით ეწვევა. ვნახოთ, რას გვიმზადებენ ისინი თბილისში.