პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, შალვა შავგულიძის შეფასებით, წინასწარ იმაზე საუბარი „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტი თუ რომელ მუხლებს შეეხება - გაუმართლებელია.
როგორც ჟურნალისტებს შავგულიძემ განუცხადა, ამნისტიის მუხლებთან დაკავშირებით, წინასწარი საუბარი მიზანშეწონილი არ არის.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი საბოლოო სახეს მიღებს, ცვლილებები გამოქვეყნდება.
„მანამდე, ამაზე საუბარი არ შეიძლება“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.