მერილინ მონროს ნაკლებადცნობილი ფოტოები ვარშავის აუქციონზე 750 ათას დოლარად გაიყიდა

მერილინ მონროს ნაკლებადცნობილი ფოტოები ვარშავის აუქციონზე 750 ათას დოლარად გაიყიდა

მერილინ მონროს ნაკლებადცნობილი ფოტოები ვარშავის აუქციონზე გაიყიდა. გასული საუკუნის მოდის ფოტოგრაფის მილტონ გრინის მიერ გადაღებული 230  ფოტოსურათის, მყიდველი მხოლოდ ერთი პიროვნებაა, რომელმაც კოლექციაში 750 ათასი დოლარი გადაიხადა.

1953 -1957 წელს მილტონ გრინი იყო მსახიობის კონსულტანტი და ბიზნეს  პარტნიორი. ამ დროს გადაიღეს ეს ფოტოებიც. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში საუბრობდნენ იმის შესახებაც, რომ ფოტოგრაფსა და მსახიობს საქმაინი ურთიერთობის გარდა სასიყვარულო რომანიც აკავშირებდათ, თუმცა ეს ჭორი მერილინის მესამე ქორწინებამ გააქრო.

ეს ფოტოები კოლექციონერებისთვის მაღალი ღირებულებისა, სპეციალურად ამ აუქციონისთვის სხვადასხვა ქალაქებიდან ვარშავაში ლეგენდარული მსახიობის 600-მდე გულშემატკივარი ჩამოვიდა. წარმოდგენილ  ფოტოებს შორის იყო, როგორც შავ-თეთრი სტუდიური ფოტოები, ასევე არაოფიციალურ სიტუაციებში გადაღებული ფერადი კადრები, რომლებიც გარკვეულწილად პროვოკაციულებიც კი არიან.  ყველაზე ძვირად მყიდველებმა შეაფასეს მონროს ფოტო ბალერინას იმიჯით, რომელიც 20 ათას დოლარად გაიყიდა,  მერლინის შავ-თეთღი პორტრეტი16 ათას დოლარად და ა.შ.

აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იყო გრინის გადაღებული სხვა ვარსკვლავების ფოტოებიც, მათ შორის ოდრი ჰეპბერნი, გრეის კელი, მარლენ დიტრიხი, ლაიზა მინელი და ა.შ.