ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე 2013 წლის საბიუჯეტო პარამეტრების შესახებ ისაუბრებს.
საბიუჯეტო პროექტის პირველადი განხილვა ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, რის შემდეგაც ფინანსური დოკუმენტის პროექტი პარლამენტის შენიშვნებითურთ მთავრობას უკან დაუბრუნდება.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება, მათ შორის ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს ეხება.