აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსად ყოფილი დეპუტატი ბეჟან ბუცხრიკიძე დაინიშნა. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა კი ასევე, ყოფილმა პარლამენტარმა ანდრო ალავიძემ დაიკავა.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილება გასულ კვირას განხორციელდა.

ბეჟან ბუცხრიკიძემ თანამდებობაზე ვასილ გიგოლაშვილი, ხოლო ანდრო ალავიძემ – ირენა მელუა შეცვალა.