2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, სადაც ფინანსური დოკუმენტის პარამეტრებზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ისაუბრებს.
აღნიშნულ სხდომას საპარლამენტო უმცირესობაც დაესწრება.
უმცირესობის წევრის, ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი პოლიტიზირებულია.
„ეს ბიუჯეტის პროექტი იმ დაპირებებს არ შეესაბამება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა გაცხადებული“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს შემაჯამებელ სხდომას მართავს. ბიუჯეტის პროექტი ხვალ კი, მთავრობას შენიშვნებითურთ დაუბრუნდება, რის შემდეგაც, გადამუშავებული პროექტი პარლამენტს სავარაუდოდ, 30 ნოემბერს წარედგინება.