თეა წულუკიანი: ახალაიას საჩივარს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საჩივარს, შევისწავლით

თეა წულუკიანი: ახალაიას საჩივარს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საჩივარს, შევისწავლით

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანაის წინააღმდეგ, როლანდ ახალაიას მიერ, შეტანილი სარჩელი  საჩივარი შესწავლი იქნება.

 აღნიშნულის შესახებ, წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„როგორც ვიცი, როლანდ ახალაიამ ალასანიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, სადაც ამბობს, რომ ალასანიას უნდა მიეგზავნა მისთვის რომელიღაც,  ასე ვთქვათ,  სამეგრელოს მაცხოვრებელი მისი დაშინების მიზნით. რა თქმა უნდა,  ჩვენ ამ საჩივარს, ისე როგორც სხვა ნებისმიერ საჩივარს, შევისწავლით, რათა გაირკვეს იყო თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის დროს როლანდ ახალაიას მიმართ დაშინების, შეშინების და ჩაგვრის ფაქტები“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრი როლანდ ახალაია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ,  გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართავს.