უმცირესობა საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდა

უმცირესობა საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდა

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება.

როგორც ჟურნალისტებს მელიქიშვილმა განუცხადა, უმცირესობას საპარლამენტო ცხოვრება არ შეუწყვეტია.

„ჩვენი განცხადება ყველას კარგად გახსოვთ. იქედან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო იქ ყოფნა, სადაც შემოტევა ხორციელდებოდა, იქ ვიყავით ჩვენც. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება, ჩვენ  პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებას მაინც  ვაგრძელებთ“, - დასძინა მან.

ამ წუთებში, მელიქიშვილი ეროვნული ბანკის 2012-2013 წლები ანგარიშების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას ესწრება.