სერ პოლ მაკარტნი და მისი მეუღლე სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ

სერ პოლ მაკარტნი და მისი მეუღლე სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი სერ პოლ მაკარტნი და მისი მეუღლე ნენსი შეველი ავიაკატასტროფას სასწაულით გადაურჩნენ.

ვეტმფრენი, რომლითაც წყვილი სახლში მიფრინავდა უამინდობის გამო კონტრილიდან გამოვიდა და უმართავი გახდა. ინციდენტი რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ ავიაკომპანიამ ოფიციალური განცხადება ახლა გამოაქვეყნდა.

მუსიკოსი  მეუღლეთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, ამდროს ვეტმფრენი Sikorsky S-76C  მწყობრიდან გამოვიდა. თავდაპირველად პილოტმა გადაწყვიტა ის მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა, თუმცა ქვემოთ ტყე იყო რაც ამის საშუალებას არ იძლეოდა.  ამის შემდეგ ის შეეცადა დიდი ძალით ასულიყო მაღლა. „მხოლოდ ბოლო მომენტში მიხვდა პილოტი, რომ  დაბლა ტყე იყო და ვეტმფრენს მშვიდობიანად ვერ დასვამდა, ამიტომ ის მოკვეთით აიჭრა მაღლა, ყველანი სიკვდილის ზღვარზე ვიყავით, ძალიან შეგვეშინდა“-ამბობს მუსიკოსი.

საბედნიეროდ პილოტმა მოახერხა ვეტმფრენი მუსიკოსის სახლიდან 25 კილომეტრის მოშორებით უსაფრთხოდ დაესვა.