იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს სილვიო ბერლუსკონეს აფრიკულ კენიაში გადასახლებას ურჩევენ. ბერლუსკონეს პირადი ექიმის ალბერტო ძანგრილოს განცხადებით, ეს 76 წლის ბერლუსკონეს ბევრ სტრესს აარიდებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია.
"ბერლუსკონე იმის მსგავსს სტრესს განიცდის, კრიშტიანუ რონალდუ ახლა რომ მეორე ლიგის გუნდში ათამაშო, სწორედ ამ მდგომარეობაში იმყოფება ახლა ბერლუსკონე , ამიტომ ვთვლი, რომ კენიაში მისი ყოფნა ასჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მისი შეხვედრა მოწინააღმდეგეებთან ", -აცხადებს ძანგრილო .
სილვიო ბერლუსკონე ბოლო პერიოდში კენიაში უკვე ორჯერ იმყოფებოდა. აქ მას ექიმებმა ნახშირწყლებსა და ადგილობრივ ხილზე მორგებული დიეტა დაინიშნეს.
ბერლუსკონეს რამდენიმე კვირის წინ მილანის სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახდების დამალვისა და მაქინაციების ჩატარებისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის შემდეგ ერთწლიანი სასჯელით შეუცვალა და 30 მილიონი დოლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდა დააკისრა, იტალიის ყოფილ პრემიერს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელოდება-ბერლუსკონეს საკუთარ ვილაში " ბუნგა- ბუნგას "საღამოების გამართვა და არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის დამყარება ედება ბრალად.