სამხრეთ კორეაში პირველ ლედის დაკითხავენ

სამხრეთ კორეაში პირველ ლედის დაკითხავენ

სამხრეთ კორეაში სკანდალი აგორდა-პირველ ლედის კიმ იუნ ოკს კორუფციაში ბრალდების მოტივით დაკითხავენ. საქმე ეხება იმ სახლის მშენებლობას, რომელიც  შენდება და რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტის ლი მენ ბაკისთვისაა განკუთვნილი მას შემდეგ, რაც მას საპრეზიდენტო უფლებამოსილება შეუწყდება.

ქვეყანაში შეიქმნა სპეციალური 63-კაციანი კომისია სპეციალური მრჩევლის ლი გვან ბუმის ხელმძღვანელობით, რომელიც პირველ ლედის დაკითხვას მიმოწერის რეჟიმში შეუდგება. გარდა ამისა, კომისია აპირებს ჩხრეკა ჩაატაროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დაკითხოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები და დაცვა. კომისია ეჭვობს, რომ პრეზიდენტის დაცვამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების განადგურება მოახერხა. 

კომისია ცდილობს დაადგინოს, ვინ გასცა ბრძანება და სად წავიდა ის თანხები, რაც სახლის მშენებლობისთვის გამოყო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ფეშენებელური სახლის მშენებლობისთვის.

სამხრეთ კორეაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 17 დეკემბერსაა ჩანიშნული.