მრავალათასიანი საპროტესტო აქციების და მასობრივი გაფიცვების მიუხედავად, საბერძნეთის პარლამენტმა 2013 წლის ბიუჯეტი მაინც მიიღო, რომელიც სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
ბიუჯეტის მიღებას მხარი 167-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 128 წავიდა.
შეკვეცილი ბიუჯეტის მიღება ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა გახლდათ. იმისთვის, რომ ქვეყანას 31,5 მილიარდი ევროს ტრანში მიეღო, რომლის გარეშეც საბერძნეთს დეფოლტი ემუქრება.
რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის პრემიერმა ანტონის სამარასმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სეკვესტრირებულ ბიუჯეტს არ მიიღებდა, ქვეყანა რამდენიმე დღეში კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდა, რადგან სახელმწიფო ხაზინა ცარიელია.
”ჩვენ პირობა მივეცით, რომ გავაკეთებდით ყელაფერს, რათა საბერძნეთი ევროკავშირიდან არ გამოსულიყო და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ეს ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია და თუ ჩვენ ამის გაკეთება ვერ შევძელით, ყველაფერს აზრი დაეკარგება”,-განაცხადა სამარასმა.