ამერიკა სირიის ოპოზიციას მხარს უჭერს

ამერიკა სირიის ოპოზიციას მხარს უჭერს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა სირიის ოპოზიციურ კოალიციას, რომელიც ყატარში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეიქმნა.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ კოალიციას, რომელსაც განსაზღვრული კურსი გააჩნია, რომელიც ბაშარ ასადის სისხლიანი რეჟიმის დასასრულს და მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ მომავლის დამყარებას შეუწყობს ხელს, რომელსაც სირიელი ხალხი იმსახურებს”,-ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილის მარკ ტონერის განცხადებაში.

ახალ სტრუქტურას, რომელიც სირიის ოპოზციამ შექმნა, სირიის რევოლუციის და ოპოზიციური ძალების ეროვნული კოალიცია უწოდეს, სათავეში კი მას დამასკოს ერთ-ერთი იმამი მუაზ ხატიბი ჩაუდგა სათავეში.