ირაკლი ალასანია: ყველა ადამიანს აქვს უფლება პროკურატურაში  სარჩელი შეიტანოს

ირაკლი ალასანია: ყველა ადამიანს აქვს უფლება პროკურატურაში სარჩელი შეიტანოს

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, როლანდ ახალაიას მიერ,  მთავარი პროკურატურისთვის მიმართვის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, ახალაია ალასანიას წინააღმდეგ, გამოძიების დაწყებას ითხოვს, აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, პროკურატურას სარჩელით მიმართოს.

აღნიშნულის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ოქტომბრის მერე საქართველოში ადეიშვილის და ახალაიას შერჩევითი სამართალი დამთავრდა. ისე როგორც ისინი ამწარებდნენ ადამიანებს, ისე როგორც ისინი უკანონო პატიმრობაში იყვანდნენ ადამიანებს და სხვადასხვა გზებით ართმნევდნენ ქონებას და ასევე თავისუფლებას, ეს დრო დამთავრდა და ჩვენს ახალ რეალობაში, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი უფლება შეიტანოს სარჩელი და დარწმუნებული ვარ, სასამართლო და გამოძიება ჭეშმარიტებას დაადგენს“,- განაცხადა ალასანიამ.